ჩვენს შესახებ
ცინ ვართ ჩვენ
კომპანია „ღვინის სამშობლო“ 2015 წელს დაარსდა.
კომპანიის მიზანია მოიძიოს და გააერთიანოს საუკუნეების მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე დაგროვებული ღვინის წარმოების ტრადიციული მეთოდები, მოახდინოს ამ ცოდნის ადაპტაცია თანამედროვე ტექნოლოგიებთან და მისცეს ქართულ ღვინოს ახალი სიცოცხლე, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე.
ქარხანა აღჭურვილია ღვინის წარმოებისათვის საჭირო უახლესი დანადგარებითა და ტექნოლოგიებით, ხოლო საწარმოში დასაქმებულია საკუთარი საქმის პროფესიონალი X ადამიანი, რომელთა უმეტესობას ამ ინდუსტრიაში მუშაობის y წლიანი გამოცდილება აქვს.
ჩვენი ხედვა
ჩვენ გვჯერა, რომ საუკუნოვანი ცოდნის, უახლესი ტექნოლოგიებისა და უნიკალური ადამიანური რესურსების თავმოყრით, შესაძლებელია ქართულმა ღვინომ მსოფლიო რუკაზე დაიკავოს ის ნიშა, რომელიც მას, როგორც „ღვინის ჭეშმარიტ სამშობლოს“ ულაპარაკოდ ეკუთვნის.
ჩვენი მისია
ჩვენი მისიაა აღმოვაჩინოთ და გადავარჩინოთ გაქრობის საფრთხის წინაშე არსებული უნიკალური ქართული ვაზის ჯიშები, მივაწოდოთ მომხმარებელს მხოლოდ უმაღლესი ხარისხის, უნიკალური გემოვნური თვისებების მქონე პროდუქტი და ქართულ ღვინოს დავუმკვიდროთ პრემიუმ ღვინის სტატუსი საერთაშორისო ბაზარზე, როგორც „ღვინოთა შორის უპირველესს“.