top of page
საქართველო ღვინის სამშობლოდ ადრეც განიხილებოდა, მაგრამ „შულავრის გორისა“ და „გადაჭრილი გორის“ არქეოლოგიურ ძეგლებზე უკანასკნელ წლებში აღმოჩენილმა ფაქტებმა ყველა სკეპტიკოსის ეჭვი გააქრო და ფაქტი საბოლოოდ დაადასტურა.
ამას მოწმობს ჩვენთან აღმოჩენილი შემდეგი მტკიცებულებები:
-
ნეოლითური ხანის ქვევრის ტიპის ჭურჭელი
-
კულტურული ვაზის ნამარხი წიპწები
-
თიხის საღვინე ჭურჭლის ფრაგმენტებში დალექილი ღვინის მჟავა,
-
კულტურული ვაზის მტვერი
-
ვაზის აბორიგენულ ჯიშთა დაუჯერებელი მრავალფეროვნება
დღეს, მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოება მტკიცედ თანხმდება, რომ მეღვინეობის უძველესი კერა სწორედ საქართველოს ტერიტორიაზეა აღმოჩენილი და ღვინის გავრცელება დანარჩენ მსოფლიოში სწორედ ჩვენგან მოხდა.
bottom of page