„ყურძნის წვენის სრული ან ნაწილობრივი ალკოჰოლური დუღილის შედეგად მიღებულ პროდუქტს ღვინო ეწოდება“,
_ ალბათ ასეთი იქნებოდა ღვინის განმარტება ქიმიის, ან რომელიმე სასკოლო პროგრამის წიგნში.
ტექსტიც ასე მუქად, და-Bold-ებული ეწერებოდა.
თუმცა, საბედნიეროდ , ღვინო ნივთიერებაზე მეტია,
მისი დაყენება _ ჯადოსნური ქიმიური პროცესი
და არც ეს არის ქიმიის სახელმძღვანელო.
ღვინის რაობა მოთმინებით, ნაბიჯ-ნაბიჯ, წვეთ-წვეთობით ამოსახსნელი საიდუმლოა.
ღვინის ნაირსახეობები
ღვინო შეიძლება იყოს მშრალი, ნახევრად მშრალი, ტკბილი, ნახევრად ტკბილი, შუშხუნა, შემაგრებული ..
მისი დაყენება ხდება ქვევრში, მუხაში, მინისა თუ უჟანგავი ფოლადის ჭურჭელში, ბეტონის ავზებშიც კი ..
სრულიად განსხვავებული ღვინოები იწურება გრილ და ცხელ რეგიონებში, ნესტიან და მშრალი ჰავით ცნობილ მხარეებში..
მოკლედ, „რამდენი კაციც არის, იმდენი აზრიაო“ _ ხომ გაგიგიათ?
იგივე შეიძლება ითქვას ღვინოზეც : ქვეყნად რამდენი ვენახიცაა, იმდენნაირია ღვინოც !